• February

    4

    2025
  • 74
  • 0
დიმიტრი პესკოვმა „კომერციული შეთავაზება“ უწოდა ტრამპის განცხადებას, რომ უკრაინის დახმარება მისი იშვიათი წიაღისეულის სანაცვლოდ გააგრძელოს

დიმიტრი პესკოვმა „კომერციული შეთავაზება“ უწოდა ტრამპის განცხადებას, რომ უკრაინის დახმარება მისი იშვიათი წიაღისეულის სანაცვლოდ გააგრძელოს

კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი დიმიტრი პესკოვი კომერციულ შეთავაზებას უწოდებს დონალდ ტრამპის განცხადებას, უკრაინის დახმარება მისი იშვიათი წიაღისეულის სანაცვლოდ გააგრძელოს.

როგორც დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, აშშ-ის მხრიდან ეს არის დახმარების ყიდვის შეთავაზება.

„საკითხს თავის სახელს თუ ვუწოდებთ, ალბათ ეს არის დახმარების ყიდვის შეთავაზება. ანუ, არა უსასყიდლო ან სხვა საფუძველზე მისი გაგრძელების, არამედ ზუსტად კომერციულ საფუძველზე მისი უზრუნველყოფის შეთავაზება“, – აღნიშნა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ უმჯობესია, ვაშინგტონი საერთოდ არ დაეხმაროს კიევს და ამით ხელი შეუწყოს კონფლიქტის დასრულებას. პესკოვის თქმით, ამის მიუხედავად, აშშ განაგრძობს კიევისთვის შეიარაღების მიწოდებას და ამის შეჩერების შესახებ არავის განუცხადებია.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სურს შეთანხმება უკრაინასთან, რომლის თანახმად, უკრაინის იშვიათი მინერალების მარაგზე წვდომის უზრუნველყოფის შემთხვევაში სამხედრო დახმარება გაგრძელდება.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor