
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დიმიტრი პესკოვმა ტრამპის სიტყვებს პუტინის მიმართ უკმაყოფილების შესახებ უპასუხა
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ტრამპის სიტყვებს პუტინის მიმართ უკმაყოფილების შესახებ უპასუხა :
,,რა თქმა უნდა, მოლაპარაკების პროცესის დაწყება, რისთვისაც ამერიკულმა მხარემ დიდი ძალისხმევა გასწია, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ჩვენ ნამდვილად მადლიერები ვართ ამერიკელების და პირადად პრეზიდენტ ტრამპის ამ მოლაპარაკებების პროცესის ორგანიზებასა და დაწყებაში მათი დახმარებისთვის.
რა თქმა უნდა, ამავდროულად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც აბსოლუტურად ყველასთვის ემოციურ გადატვირთვასთან ასოცირდება. ამავდროულად, პუტინი იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”,- განაცხადა პესკოვმა.





