• April

    8

    2024
  • 106
  • 0
დიმიტრი ხუნდაძე – ოპოზიცია სიმართლესთან მარცხდება, წარდგენილი კანონპროექტი რუსული არ არის და ამას ყველა აღიარებს პირდაპირ თუ არაპირდაპირ

დიმიტრი ხუნდაძე – ოპოზიცია სიმართლესთან მარცხდება, წარდგენილი კანონპროექტი რუსული არ არის და ამას ყველა აღიარებს პირდაპირ თუ არაპირდაპირ

დრომ სიმართლეზე იმუშავა და ოპოზიცია სიმართლესთან მარცხდება, ეს კანონი რუსული არ არის და ამას ყველა აღიარებს პირდაპირ თუ არაპირდაპირ. შინაარსშიც რომ არავითარი საეჭვო არ არის, სწორედ ამიტომ ამბობენ, შინაარსში არ შევიდეთო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, ვინც კანონპროექტს წაიკითხავს, ნახავს, რომ მასში არაფერი რუსული არ წერია.

„ისევ წაუკითხაობას სთავაზობენ მოსახლეობას, რადგან შიგნით ნამდვილად არაფერი რუსული არ წერია. ვფიქრობ, ახლა საზოგადოებაში ფორმირდება მთავარი კითხვა: რა არის ის, რისი გამჟღავნებისაც ეშინია არასამთავრობო სექტორის სწორედ იმ ნაწილს, რომელიც დიდ ფულზეა დამოკიდებული და ხშირად ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს?“ – აღნიშნა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ საზოგადოება მალე გაიგებს, რას მალავს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია.

„ვფიქრობ, რომ ეს პასუხი ძალიან მალე დადგება. საზოგადოება უკვე მაქსიმალურად არის ინფორმირებული. ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი უზრუნველყოფს იმ მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემას, რასაც უმალავენ საზოგადოებას“, – განაცხადა ხუნდაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor