• July

    26

    2024
  • 74
  • 0
დმიტრო კულება – მივიღეთ მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მუშაობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის პრობლემის სტრატეგიული გადაწყვეტისთვის

დმიტრო კულება – მივიღეთ მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მუშაობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის პრობლემის სტრატეგიული გადაწყვეტისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ჩინელ კოლეგასთან მოლაპარაკების დროს მიიღო მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი არ ეძებს „დროებით გადაწყვეტილებებს“, არამედ მუშაობს ომის პრობლემის მდგრადი და სტრატეგიული გადაწყვეტისთვის. ამის შესახებ კულებამ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, კულებამ აღნიშნა, რომ საუბრისას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ „ძალიან მკაფიოდ და არაერთხელ“ განაცხადა, რომ ჩინეთის პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხზე უცვლელია.

„ჩვენ მივიღეთ მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი არ ეძებს დროებით გადაწყვეტილებებს, დროებით ცეცხლის შეწყვეტას, არამედ მუშაობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პრობლემის მდგრადი, სტრატეგიული გადაწყვეტისთვის“,- განაცხადა დმიტრო კულებამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor