
დოდო ჯოხაძე 16 წელია, გარდაცვლილი ვაჟის საფლავზე ცხოვრობს
ზუგდიდში, მაცხოვრის კარის სასაფლაოზე, დოდო ჯოხაძე 16 წელია, გარდაცვლილი ვაჟის საფლავზე ცხოვრობს.
მისი ერდადერთი შვილი, 32 წლის დავით ( ჯაჯა ) ჯანჯღავა 2009 წელს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
დოდო ჯოხაძეს შვილისთვის საფლავის გაკეთება თავდაპირველად, საკუთარი სახლის ეზოში სურდა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ზუგდიდში, ქალაქთან ახლოს არსებულ სასაფლაოზე გადაწყვიტა.
73 წლის ქალი ვაჟის დაკრძალვიდან დღემდე იქ ცხოვრობს.
მოამზადა-ირაკლი გიორგაძემ





