• February

    18

    2025
  • 53
  • 0
დონალდ ტრამპის განცხადებით, არ სჯერა, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში ნატო-ს რომელიმე ქვეყანასთან ომი დაიწყებს

დონალდ ტრამპის განცხადებით, არ სჯერა, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში ნატო-ს რომელიმე ქვეყანასთან ომი დაიწყებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არ სჯერა, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში ნატო-ს რომელიმე ქვეყანასთან ომი დაიწყებს. ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ კომენტარისას განაცხადა.

„არ დავეთანხმები ამას. არა, მე ვფიქრობ, პუტინს სურს შეჩერება. ეს იყო ჩემი კითხვა მასთან, რადგან ის თუ აპირებს გაგრძელებას, ეს ჩვენთვის დიდი პრობლემა იქნებოდა. ვფიქრობ, მას სურს ამის სწრაფად დასრულება. როგორც მას, ისე ზელენსკის, მათ სურთ ამის დასრულება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბარაკ ობამას დროს რუსეთმა შეძლო ბევრი უკრაინული ტერიტორიის აღება, ახლა კი რუსეთი ყველაფრის წაღებას ცდილობს.

„ეს მართლაც ძალიან ცუდია. ბევრი ადამიანი უკვე დაიღუპა, დანგრეულია ბევრი ქალაქი, ათასწლოვანი მშვენიერი გუმბათები“, – აღნიშნა ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ დაგეგმილი შეხვედრის წინ.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ენბისი ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთი პოლონეთზე ან ლიეტუვაზე თავდასხმას ამზადებდეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor