• June

    17

    2025
  • 161
  • 0
დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, დაასრულოს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემა იმგვარად, რომ ირანმა სრულად თქვას უარი ბირთვულ იარაღზე

დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, დაასრულოს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემა იმგვარად, რომ ირანმა სრულად თქვას უარი ბირთვულ იარაღზე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, რეალურად დაასრულოს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემა.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს კანადიდან გამგზავრების შემდეგ განუცხადა. ტრამპის აღნიშნულ კომენტარს „სი ბი ეს“ ნიუსის ჟურნალისტი, ჯენიფერ იაკობსი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

„მე არ მითქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტისკენ მივისწრაფი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის განცხადებით, მას სურს, რეალურად დაასრულოს პრობლემა იმგვარად, რომ ირანმა სრულად თქვას უარი ბირთვულ იარაღზე. მისივე თქმით, ისრაელელები ირანის დაბომბვის ინტენსივობას არ ამცირებენ.

„თქვენ ამას გაიგებთ მომდევნო ორ დღეში, არავის შეუმცირებია ტემპი“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კანადიდან დროზე ადრე გამგზავრების მიზეზი ისაა, რომ ის ახლა უნდა იმყოფებოდეს თეთრ სახლში, რათა უკეთ იყოს ინფორმირებული მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებებზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის გააგზავნის მომლაპარაკებლად – სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს თუ ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება, როდესაც დავბრუნდები ვაშინგტონში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ირანი აცნობიერებს, რომ აშშ-ის სამხედროების მიმართ ნებისმიერ ქმედებას აშშ-ის მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვება.

ჟურნალისტის კითხვაზე, გაანადგურებს თუ არა აშშ-ის ჩართულობა ირანის ბირთვულ პროგრამას, ტრამპა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, ეს პროგრამა გაცილებით ადრე განადგურდება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor