• November

    20

    2025
  • 57
  • 0
დონალდ ტრამპის მრჩეველი სტივენ მილერი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს

დონალდ ტრამპის მრჩეველი სტივენ მილერი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, სტივენ მილერმა განაცხადა, რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ეს არის საკითხი, რომელიც პრეზიდენტისთვის კვლავ პრიორიტეტია ჩვენს საგარეო პოლიტიკაში, კერძოდ, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის მოგვარება.“- აღნიშნა მილერმა.

სტივენ მილერის თქმით, ძირითადი მიზანია ევროპაში მშვიდობის მიღწევა, ასევე უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის შეწყვეტა.

დონალდ ტრამპის მრჩეველმა უარი თქვა ეპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი გეგმის შესახებ დასმული შეკითხვისთვის.

ცნობისთვის, Financial Times-მა ე.წ. სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები გაავრცელა, რომელიც გამოცემის წყაროების განმარტებით, მაიამიში შეიმუშავეს რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა. წყაროების ცნობით, ახალი გეგმა კიევის მხრიდან მნიშვნელოვან დათმობებს ითვალისწინებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor