• July

    27

    2024
  • 73
  • 0
დონალდ ტრამპი -არჩევის შემთხვევაში კამალა ჰარისი დანიშნავს ექსტრემისტ მემარცხენე მოსამართლეებს, რომლებიც სან ფრანცისკოს „გიჟურ“ ლიბერალურ ღირებულებებს ქვეყნის მასშტაბით გაავრცელებენ

დონალდ ტრამპი -არჩევის შემთხვევაში კამალა ჰარისი დანიშნავს ექსტრემისტ მემარცხენე მოსამართლეებს, რომლებიც სან ფრანცისკოს „გიჟურ“ ლიბერალურ ღირებულებებს ქვეყნის მასშტაბით გაავრცელებენ

ამერიკის ყოფილ პრეზიდენტმა და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში შეკრებილებს მიმართა. მან ამერიკელები გააფრთხილა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში კამალა ჰარისი „ექსტრემისტ მემარცხენე მოსამართლეებს დანიშნავს, რომლებიც სან ფრანცისკოს „გიჟურ“, ექსტრემალურ ლიბერალურ ღირებულებებს ქვეყნის მასშტაბით გაავრცელებენ“.

„ის უზენაეს სასამართლოში დანიშნავს მძიმე მარქსისტებს, რათა გაანადგურონ ჩვენი კონსტიტუცია და მთელი ჩვენი რელიგიური თავისუფლება. ის ამას გააკეთებს. შეეცდება რაც შეიძლება მეტი მოსამართლე დაამატოს აშშ-ს უზენაეს სასამართლოში“, – განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე ისაუბრა ისრაელის თემაზე და აღნიშნა, რომ კამალა ჰარისმა ისრაელს „ზურგში დანა ჩასცა მაშინ, როცა მათ დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდათ“.

„ორი დღის წინ მან უარი განაცხადა დასწრებოდა კონგრესში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლას. „მან თქვა, რომ ეს არ შეეძლო“, – აღნიშნა ტრამპმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor