• November

    26

    2024
  • 79
  • 0
დონალდ ტრამპი – არჩევნებში ჩარევის საქმე არასდროს უნდა დაწყებულიყო, ჩემ წინააღმდეგ ბრძოლაში გადასახადის გადამხდელთა 100 მილიონზე მეტი დოლარია გაფლანგული

დონალდ ტრამპი – არჩევნებში ჩარევის საქმე არასდროს უნდა დაწყებულიყო, ჩემ წინააღმდეგ ბრძოლაში გადასახადის გადამხდელთა 100 მილიონზე მეტი დოლარია გაფლანგული

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის გადაწყვეტილებას მის წინააღმდეგ 2020 წლის არჩევნებში ჩარევის საქმის შეწყვეტის შესახებ.

„ეს საქმე, ისევე როგორც ყველა სხვა საქმე, რომელთა გავლაც მომიწია, უკანონოა და არასდროს უნდა დაწყებულიყო. დემოკრატიული პარტიის მიერ პოლიტიკური ოპონენტის, ჩემ წინააღმდეგ ბრძოლაში გადასახადის გადამხდელთა 100 მილიონზე მეტი დოლარია გაფლანგული. ჩვენს ქვეყანაში მსგავსი არაფერი მომხდარა“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

სასამართლომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული საქმე, რომელიც არჩევნებში ჩარევას უკავშირდებოდა, დახურა.

ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მანამდე სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა საქმის წარმოების შეწყვეტის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. ჯეკ სმიტმა სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნა, რომ საქმე უნდა დაიხუროს იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკის გამო, რომელიც კრძალავს მოქმედი პრეზიდენტის სისხლისსამართლებრივ დევნას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor