
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს გადასახადებისგან თავისუფალ სტატუსს უუქმებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს გადასახადებისგან თავისუფალ სტატუსს უუქმებს.
„ეს არის ის, რასაც ისინი იმსახურებენ“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, სამართლებრივი გამოწვევები შეექმნება.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტისთვის გადასახადებისგან თავისუფალის სტატუსის გაუქმება უკანონო იქნება და საფრთხეს შეუქმნის საგანმანათლებლო მისიის განხორციელების შესაძლებლობას.
მანამდე, მას შემდეგ, რაც ჰარვარდის უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ არ დაემორჩილებოდა ადმინისტრაციის მოთხოვნებს, მათ შორის ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და კამპუსში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრაქტიკის გამოყენებას, ტრამპმა უნივერსიტეტს მოუწოდა, გაეუქმებინა გადასახადებისგან თავისუფალის სტატუსი. ადმინისტრაციამ ასევე გაყინა ჰარვარდისთვის განკუთვნილი 2.2 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ფედერალური დაფინანსება.




