• June

    26

    2025
  • 66
  • 0
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის დარტყმებამდე ირანის ბირთვული ობიექტებიდან არაფერი წაუღიათ

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის დარტყმებამდე ირანის ბირთვული ობიექტებიდან არაფერი წაუღიათ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის დარტყმებამდე ირანის ბირთვული ობიექტებიდან არაფერი არ წაუღიათ.

„ადგილზე მყოფი მსუბუქი და პატარა სატვირთო მანქანები ბეტონის მუშების საკუთრება იყო, რომლებიც შახტების ზედა ნაწილის დაფარვას ცდილობდნენ. ობიექტიდან არაფერი წაუღიათ. ძალიან დიდი ხანი დასჭირდებოდა, ძალიან საშიში იქნებოდა, ძალიან მძიმე და გადაადგილება რთული იქნებოდა“, – წერს, აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპის განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის მიერ პენტაგონში გამართული პრესკონფერენციის დასრულებიდან რამდენიმე წუთში გაკეთდა, სადაც ჰეგსეთმა მსგავსი მოსაზრება გამოთქვა.

„არ ვიცი არცერთი სადაზვერვო ინფორმაციის შესახებ, რომლისთვისაც გადამიხედავს და რომელიც ადასტურებს, რომ საგნები არ იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო – გადაადგილებული იყო თუ სხვაგვარად“, – განაცხადა პიტ ჰეგსეთმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor