• September

    4

    2025
  • 63
  • 0
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში დახმარებას კვლავ განაგრძობს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში დახმარებას კვლავ განაგრძობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში დახმარებას კვლავ განაგრძობს. ამის შესახებ ტრამპმა CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე თქმით, ყურადღებით აკვირდება ზელენსკისა და პუტინის ქცევას ამ მომენტში.

„მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს მოვაგვარებთ. გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობდი, რომ რუსეთთან დაკავშირებით პრობლემა ადვილი იქნებოდა იმათგან, რომლებთანაც აქამდე შეხება მქონია. როგორც ჩანს, სხვებთან შედარებით რთული აღმოჩნდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

როგორც ტრამპმა განმარტა, მას აქვს საკუთარი მიდგომა საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით. ტრამპის თქმით, ეს გულისხმობს ლიდერების ერთ ოთახში შეკრებას და მათგან შეთანხმების ადგილზევე დადების მოთხოვნას  რეალურ დროში.

დონალდ ტრამპის თქმით, ამ პროცესს თავადვე ხელმძღვანელობს და არ ტოვებს მოლაპარაკებებს, ვიდრე კონკრეტული შედეგი არ მიიღწევა. აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, ეს მეთოდი მოითხოვს მოთმინებას, მაგრამ ძალიან ეფექტურია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor