• October

    5

    2025
  • 67
  • 0
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ „ჰამასი“ არ დათმობს კონტროლს ღაზაზე და არ შეასრულებს შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის გეგმას, მას „სრული განადგურება“ ემუქრება

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ „ჰამასი“ არ დათმობს კონტროლს ღაზაზე და არ შეასრულებს შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის გეგმას, მას „სრული განადგურება“ ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ „ჰამასი“ უარს იტყვის ღაზაზე ძალაუფლებისა და კონტროლის დათმობაზე და არ შეასრულებს ტრამპის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის გეგმას, დაჯგუფებას „სრული განადგურება“ ემუქრება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „სიენენს“ განუცხადა.

ამასთან, მან მედიას განუცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სრულად ეთანხმება ღაზაში იერიშების კამპანიის დასრულებას.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ „მალე გაიგებს, სერიოზულად არის თუ არა „ჰამასი“ განწყობილი“ და ნამდვილად უერთგულებს თუ არა საკუთარ პირობას.

ცნობისთვის, 3 ოქტომბერს „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტაზე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. გავრცელებული ცნობით, „ჰამასი“ თანახმაა, გაათავისუფლოს ყველა ისრაელელი მძევალი, მათ შორის დააბრუნოს გარდაცვლილთა ცხედრები. რაც შეეხება ღაზის ტერიტორიას, „ჰამასი“ მოითხოვს, რომ კონტროლი გადაეცეს პალესტინის დამოუკიდებელ ტექნოკრატიულ ხელისუფლებას.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor