• November

    18

    2025
  • 34
  • 0
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მექსიკაზე დარტყმების განხორციელებაზე თანახმაა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მექსიკაზე დარტყმების განხორციელებაზე თანახმაა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მექსიკაზე დარტყმების განხორციელებაზე თანახმაა.

თეთრ სახლში, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისთვის მისაღები იქნება მექსიკაში სამიზნეების დაბომბვა ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

„დავიწყებდი თუ არა დარტყმებს მექსიკაში? ჩემთვის მისაღები იქნებოდა. მისაღები იქნებოდა ყველაფერი ნარკოტიკების შესაჩერებლად. შაბათ-კვირას მექსიკას ვუყურებდი, იქ დიდი პრობლემებია. საჭიროების შემთხვევაში, გავაკეთებდით თუ არა იქ იმას, რაც ნავებს გავუკეთეთ? იცით, იმ გზით ნარკოტიკები თითქმის აღარ შემოდის. გავაკეთებდი თუ არა ამას? ამით ვიამაყებდი. ალბათ კონგრესში მივიდოდი და ვიტყოდი. და იცით რა? დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც დამეთანხმებოდნენ. წელიწადში ასობით ათას ადამიანს ვკარგავთ ნარკოტიკების გამო და ამ ყველაფრის დიდი ნაწილი მექსიკიდან მოდის. ასე რომ, მოდით, ასე ვთქვათ, მე უკმაყოფილო ვარ მექსიკით“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპის თქმით, იამაყებდა კოლუმბიაში მდებარე კოკაინის ქარხნების განადგურებით.

კოლუმბიას აქვს ქარხნები, სადაც კოკაინს ამზადებენ – გავანადგურებდი თუ არა ამ ქარხნებს? პირადად მე ვიამაყებდი ამის გაკეთებით. მე არ მითქვამს, რომ ამას ვაკეთებ, მაგრამ ვიამაყებდი ამის გაკეთებით, რადგან ამით მილიონობით სიცოცხლეს გადავარჩენდით“, – განაცხადა ტრამპმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor