• November

    26

    2025
  • 50
  • 0
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ არსებული უთანხმოება ტერიტორიულ საკითხს ეხება და ეს ტერიტორიები, შესაძლოა, უკრაინამ რამდენიმე თვეში ისედაც დაკარგოს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ არსებული უთანხმოება ტერიტორიულ საკითხს ეხება და ეს ტერიტორიები, შესაძლოა, უკრაინამ რამდენიმე თვეში ისედაც დაკარგოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა  ჟურნალისტებთან საუბრისას მიანიშნა, რომ „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ არსებული უთანხმოება ტერიტორიულ საკითხს ეხება.

კითხვაზე, მოსთხოვეს თუ არა უკრაინას რუსეთისთვის ძალიან ბევრი ტერიტორიის გადაცემა, ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ტერიტორიები, შესაძლოა, უკრაინამ რამდენიმე თვეში ისედაც დაკარგოს.

„თუ დააკვირდებით, საქმე მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის. საბოლოოდ, ეს არის მიწა, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, შეიძლება, რუსეთმა მაინც მიიღოს. ასე რომ, გსურთ ბრძოლა და კიდევ 50 000-60 000 ადამიანის დაკარგვა? თუ გსურთ ახლა რამის გაკეთება? ზოგიერთ შემთხვევაში მიწა საპირისპირო მიმართულებით მიდის. ასე რომ, ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ამის გაკეთებას ცდილობენ. გსურთ გქონდეთ საზღვარი? შეუძლებელია, გქონდეს საზღვარი, რომელიც გადის მაგისტრალზე, ან საზღვარი, რომელიც გადის ქალაქის ცენტრში, ეს არ იმუშავებს. ამიტომ ეს ხანგრძლივი და რთული პროცესია. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ამდენი ადამიანი იღუპება“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები პროგრესს აღწევენ რუსეთსა და უკრაინასთან მოლაპარაკებებში და მოსკოვი გარკვეულ დათმობებს დათანხმდა. თუმცა რა დათმობებზეა საუბარი, აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.

დონალდ ტრამპის თქმით, მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მომავალ კვირას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში გაემგზავრება. როგორც ტრამპმა აღნიშნა, შესაძლოა, მოსკოვში უიტკოფთან ერთად მისი სიძე, ჯარედ კუშნერიც გაემგზავროს.

კითხვაზე, აწესებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის მისაღებად ახალ ვადას, ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის „ვადა არის ის, როდესაც ყველაფერი დასრულდება“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor