• January

    22

    2026
  • 75
  • 0
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინი „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას დათანხმდა – „რამდენიმე სადავო ადამიანი მყავს საბჭოში, მაგრამ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საქმეს აკეთებენ, ასე რომ, მან მოწვევა მიიღო“

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინი „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას დათანხმდა – „რამდენიმე სადავო ადამიანი მყავს საბჭოში, მაგრამ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საქმეს აკეთებენ, ასე რომ, მან მოწვევა მიიღო“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის მიერ შეთავაზებულ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას დათანხმდა.

ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, რატომ მიიწვია აღნიშნულ საბჭოში რუსეთი?

როგორც ტრამპმა აღნიშნა, საბჭოში რამდენიმე სადავო ადამიანია, თუმცა ისინი არიან, ვინც საქმეს აკეთებენ.

„ჩვენ გვინდა ყველა ქვეყანა. ყველა ქვეყანა, სადაც ხალხს აქვს ძალა. ამ გზით არასდროს შეგვექმნება პრობლემა. ეს არის ყველაზე დიდი საბჭო, რომელიც ოდესმე შეკრებილა. დიახ, რამდენიმე სადავო ადამიანი მყავს მასში, მაგრამ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საქმეს აკეთებენ. ასე რომ, ის მოწვეული იყო. მან ეს მიიღო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა კითხვის საპასუხოდ.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინი კი განაცხადა, რომ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მიღებული დოკუმენტის შესწავლისა და პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. მისივე თქმით, რუსეთს შეუძლია, აშშ-ში გაყინული რუსული აქტივებიდან ერთი მილიარდ დოლარი „მშვიდობის საბჭოს“ გადასცეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor