• March

    4

    2025
  • 58
  • 0
დონალდ ტრამპი – გთხოვთ, აუხსენით კანადის გუბერნატორ ტრუდოს, რომ აშშ-ზე საპასუხო ტარიფებს როცა დააწესებს, ჩვენი ტარიფი დაუყოვნებლივ გაიზრდება იმავე ოდენობით

დონალდ ტრამპი – გთხოვთ, აუხსენით კანადის გუბერნატორ ტრუდოს, რომ აშშ-ზე საპასუხო ტარიფებს როცა დააწესებს, ჩვენი ტარიფი დაუყოვნებლივ გაიზრდება იმავე ოდენობით

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადის მხრიდან აშშ-ის მიმართ ტარიფების დაწესების შემთხვევაში, აშშ დაუყოვნებლივ გაზრდის საპასუხო ტარიფებს იდენტური ოდენობით. ამის შესახებ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.

„გთხოვთ, აუხსენით კანადის გუბერნატორ ტრუდოს, რომ როდესაც იგი აშშ-ზე საპასუხო ტარიფებს დააწესებს, ჩვენი საპასუხო ტარიფი დაუყოვნებლივ გაიზრდება იმავე ოდენობით!“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, მანამდე კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა დააწესებს 25-პროცენტიან ტარიფს 155 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკული საქონლის წინააღმდეგ, 30 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფები დაუყოვნებლივ დაიწყება, ხოლო 125 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფები 21 დღეში შევა ძალაში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადისა და მექსიკის მიმართ დაწესებული 25-პროცენტიანი ტარიფები ძალაში 4 მარტს შევა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor