
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დონალდ ტრამპი – გრენლანდია აუცილებელია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის, უკან დასახევი გზა არ არსებობს, ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან.
„ნათლად აღვნიშნე, რომ გრენლანდია აუცილებელია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. უკან დასახევი გზა არ არსებობს – ამაში ყველა დამეთანხმება. ამერიკის შეერთებული შტატები, უდავოდ, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანაა. ამის მთავარი მიზეზი ჩემი პირველი ვადის განმავლობაში ჩვენი სამხედრო ძალების აღდგენაა, რაც კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით გრძელდება. ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია მთელ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფა და ეს საკმაოდ მარტივად, ძალის მეშვეობით ხდება“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.





