• January

    22

    2025
  • 78
  • 0
დონალდ ტრამპი ევროკავშირსა და ჩინეთს ტარიფებით ემუქრება

დონალდ ტრამპი ევროკავშირსა და ჩინეთს ტარიფებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას აპირებს და აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია ჩინეთიდან იმპორტზე 10%-იანი გადასახადის დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

„ევროკავშირი ძალიან ცუდად გვექცევა. ამიტომ ისინი მზად უნდა იყვნენ ტარიფებისთვის. ეს არის ერთადერთი გზა, რომ მიაღწიო სამართლიანობას“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ჩინეთიდან იმპორტზე 10-პროცენტიანი გადასახადის დაწესებას პირველი თებერვლიდან განიხილავს. ამის მიზეზად მან ჩინეთიდან მექსიკისა და კანადის გავლით აშშ-ში სინთეტიკური ნარკოტიკის, ფენტანილის კონტრაბანდა დაასახელა.

მანამდე ტრამპმა კანადისა და მექსიკისთვის იმპორტის გადახდის დაწესების გეგმაზე ისაუბრა, ვიდრე ისინი უკანონო მიგრაციასა და ფენტალინის კონტრაბანდას არ აღკვეთენ.

ტარიფების მოსალოდნელ დაწესებასთა დაკავშირებით CNBC-თან კომენტარი გააკეთა სავაჭრო საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, პიტერ ნავარომ. „მიზეზი, რის გამოც ტრამპი განიხილავს 10 თუ 25%-იანი ტარიფების დაწესებას კანადისთვის, მექსიკისა და ჩინეთისთვის, არის ის, რომ ყოველდღიურად 300 ამერიკელი იღუპება ფენტანილის ზედოზირებით“, – განაცხადა ნავარომ.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor