• December

    9

    2025
  • 53
  • 0
დონალდ ტრამპი – ევროპა ფრთხილად უნდა იყოს, ჩვენ გვინდა, რომ ევროპა ევროპად დარჩეს, ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის, არ გვინდა, რომ ევროპა ასე მკვეთრად შეიცვალოს

დონალდ ტრამპი – ევროპა ფრთხილად უნდა იყოს, ჩვენ გვინდა, რომ ევროპა ევროპად დარჩეს, ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის, არ გვინდა, რომ ევროპა ასე მკვეთრად შეიცვალოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპა ფრთხილად უნდა იყოს. ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის.

„ევროპა უნდა იყოს ძალიან ფრთხილად. ჩვენ გვინდა, რომ ევროპა ევროპად დარჩეს. ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის. ჩვენ არ გვინდა, რომ ევროპა ასე მკვეთრად შეიცვალოს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინაზე. მისი თქმით, სურს, რომ ადამიანების მკვლელობები შეწყდეს.

„ბაიდენმა უკრაინას 350 მილიარდი დოლარი მისცა. იცით, მე რა მივეცი მათ? არაფერი. კარგი, თავიდან მე მათ „ჯაველინები“ მივეცი, რომლითაც რუსების ტანკები გაანადგურეს, ხოლო ობამამ მათ ნაგავი გადასცა… როგორც იცით, ჩვენ ახლა ვყიდით აღჭურვილობას ნატო-ზე და ნატო ამას აძლევს უკრაინას. მათ შეუძლიათ, ეს სხვებსაც მისცენ, მაგრამ უმეტეს ნაწილს აძლევენ უკრაინას. ჩვენ არ ვხარჯავთ ფულს. ეს ომი არასდროს მოხდებოდა, არჩევნები რომ არ გაეყალბებინათ. მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ეს ომი არასდროს მოხდებოდა“, – თქვა ტრამპმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor