• May

    26

    2025
  • 63
  • 0
დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინი საერთოდ გაგიჟდა, უმიზეზოდ ხოცავს უამრავ ადამიანს, არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა

დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინი საერთოდ გაგიჟდა, უმიზეზოდ ხოცავს უამრავ ადამიანს, არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოსკოვის მიერ უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ „უკმაყოფილოა ვლადიმერ პუტინით“.

„არ ვარ კმაყოფილი პუტინის ქმედებებით. ის ბევრ ადამიანს ხოცავს და არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა. დიდი ხანია, ვიცნობ. მასთან ყოველთვის კარგად ვთანხმდებოდი. მაგრამ ის ქალაქებში რაკეტებს ისვრის, ხალხს ხოცავს და ეს საერთოდ არ მომწონს. ის საერთოდ გაგიჟდა! უმიზეზოდ ხოცავს უამრავ ადამიანს და მე მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვლაპარაკობ“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ძალიან გაკვირვებულია.

„გაკვირვებული ვარ. ძალიან გაკვირვებული. ვნახოთ, რას ვიზამთ. არ მომწონს ის, რასაც პუტინი აკეთებს. ოდნავადაც კი არ მომწონს. ის ხალხს ხოცავს“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor