• September

    24

    2024
  • 63
  • 0
დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკი ისტორიაში საუკეთესო ვაჭარია, მას ძალიან სურს, არჩევნებში კამალა ჰარისმა გაიმარჯვოს

დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკი ისტორიაში საუკეთესო ვაჭარია, მას ძალიან სურს, არჩევნებში კამალა ჰარისმა გაიმარჯვოს

ვოლოდიმირ ზელენსკი ისტორიაში საუკეთესო ვაჭარია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ზელენსკი საუკეთესო ვაჭარია ისტორიაში. ყოველ ჯერზე, როცა ის ქვეყანაში შემოდის, 60 მილიარდი დოლარით მიდის“,- თქვა ტრამპმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ ზელენსკის სურს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისმა გაიმარჯვოს.

„მას ძალიან სურს, რომ დემოკრატებმა გაიმარჯვონ“,- განაცხადა ტრამპმა.

ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ტრამპმა აღნიშნა ისიც, რომ ერთხელ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს გადააფიქრებინა უკრაინასა და ტაივანზე თავდასხმა.

„ეს არასოდეს უნდა მომხდარიყო. ეს არ მოხდებოდა ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში. რადიკალური მემარცხენე გიჟი დემოკრატებიც კი ამბობენ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში, ეს არ მოხდებოდა“,- თქვა ტრამპმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor