• January

    24

    2025
  • 73
  • 0
დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკი არ არის ანგელოზი, მას არ უნდა დაეშვა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი

დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკი არ არის ანგელოზი, მას არ უნდა დაეშვა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი „არ არის ანგელოზი“ და მას არ უნდა დაეშვა სრულმასშტაბიანი ომი რუსეთთან. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„იცით, ის ანგელოზი არ არის. მას არასოდეს უნდა დაეშვა ეს ომი. პირველ რიგში, ის იბრძვის გაცილებით დიდ ძალასთან. ორი რამ მოხდა: მათ სიმამაცე გამოიჩინეს, მაგრამ ჩვენ მათ მილიარდობით დოლარი მივეცით. შეერთებული შტატებმა უკრაინას ევროპაზე 200 მილიარდი დოლარით მეტი დახმარება გაუწია“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ომი არ დაიწყებოდა.

„ზელენსკი იბრძოდა გაცილებით დიდ, გაცილებით მძლავრ ძალასთან. მას არ უნდა ეომა, რადგან ჩვენ შეგვეძლო, შეთანხმებისთვის მიგვეღწია. მე შემეძლო გარიგების დადება ძალიან მარტივად, მაგრამ ზელენსკიმ გადაწყვიტა – მე ვიომებ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor