• February

    28

    2025
  • 38
  • 0
დონალდ ტრამპი – ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში, შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება

დონალდ ტრამპი – ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში, შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება

მე მინდა მშვიდობა, ზელენსკი პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს საპატიო ოვალურ ოფისში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როდესაც მშვიდობისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის თაობაზე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, მიაჩნია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა თეთრ სახლში. ბევრი რამ შევიტყვეთ ისეთი, რასაც ასეთი დაძაბულობისა და ზეწოლის ფონზე მიმდინარე საუბრის გარეშე ვერ შევიტყობდით. შესანიშნავია, რაც გამოიხატება ემოციებით. მივიჩნევ, რომ პრეზიდენტი ზელენესკი მზად არ არის მშვიდობისთვის. ამერიკა თუ ერთვება, ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას ანიჭებს მოლაპარაკებებში. მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს საპატიო ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როდესაც მშვიდობისთვის მზად იქნება“, – წერს ტრამპი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor