
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დონალდ ტრამპი – ირანთან მოლაპარაკებებში რეალური პროგრესი გვაქვს
ირანთან მოლაპარაკებებში რეალური პროგრესი გვაქვს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, ირანთან დაკავშირებით შესაძლოა, მალე „ახალი კარგი ამბავი იყოს“.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუშინ და დღეს ირანთან ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა და ვნახოთ, რა მოხდება. მაგრამ ვფიქრობ, შეიძლება რაღაც კარგი ახალი ამბავი იყოს. ძალიან, ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა ირანთან. არ ვიცი, ერთ-ორ დღეში რამე კარგს თუ ცუდს გეტყვით, მაგრამ წინათგრძნობა მაქვს, რომ შეიძლება რაიმე კარგი გითხრათ. რეალური პროგრესი გვქონდა, სერიოზული პროგრესი“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, კმაყოფილი იყო თუ არა ირანთან მოლაპარაკებებით და იქნება თუ არა მალე მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი, ტრამპმა უპასუხა – „ძალიან მალე. ირანთან მოლაპარაკებების შესახებ არ შემიძლია, გითხრათ, რა მოხდება ხვალ. შემიძლია, გითხრათ, რომ მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის“.





