• January

    27

    2026
  • 34
  • 0
დონალდ ტრამპი – ირანს შეერთებულ შტატებთან შეთანხმება სურს, რამდენჯერმე დარეკეს, საუბარი უნდათ

დონალდ ტრამპი – ირანს შეერთებულ შტატებთან შეთანხმება სურს, რამდენჯერმე დარეკეს, საუბარი უნდათ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი დაინტერესებულია, დიპლომატიური გზით მოაგვაროს დაძაბულობა შეერთებულ შტატებთან.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ირანთან სიტუაცია „ცვალებადია“.

„ირანის გვერდით ჩვენ გვყავს დიდი სამხედრო ფლოტი. უფრო დიდი, ვიდრე ვენესუელასთან არის. მათ სურთ შეთანხმება, მე ეს ვიცი. რამდენჯერმე დარეკეს. საუბარი სურთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

„აქსიოსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ირანზე დარტყმის შესახებ.

ამასთან, გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიმდინარე კვირაში თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან დამატებით კონსულტაციებს გეგმავს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor