• July

    2

    2025
  • 58
  • 0
დონალდ ტრამპი – მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, კომუნისტ შეშლილს ვერ მივცემ ნიუ იორკის განადგურების უფლებას, ნიუ იორკს გადავარჩენ და ისევ დიდებულს გავხდი

დონალდ ტრამპი – მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, კომუნისტ შეშლილს ვერ მივცემ ნიუ იორკის განადგურების უფლებას, ნიუ იორკს გადავარჩენ და ისევ დიდებულს გავხდი

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მე ვერ მივცემ ამ კომუნისტ შეშლილს ნიუ იორკის განადგურების უფლებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„დარწმუნებული იყავით, ყველა ბერკეტი და კარტი ჩემს ხელშია. გადავარჩენ ნიუ იორკს და ისევ „ცხელს“ და „დიდებულს“ გავხდი, ისევე, როგორც ეს აშშ-თან დაკავშირებით გავაკეთე“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება ნიუ იორკის მერობის დემოკრატ კანდიდატთან, ზოჰრან მამდანისთან დაკავშირებით გააკეთა.

თავად მამდანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მტკიცებით, ის უნდა დააკაონ და ქვეყნიდან გააძევონ. „ეს მან ჩემზე თქვა, ადამიანზე, რომელიც თაობების შემდეგ ამ ქალაქის პირველი იმიგრანტი მერი გახდება, ადამიანზე, რომელიც ასევე პირველი მუსლიმი და პირველი სამხრეთ აზიელი მერი იქნება ამ ქალაქის ისტორიაში“, – აღნიშნა ჰოჰრან მამდანიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor