
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დონალდ ტრამპი – ნებისმიერ კოლეჯს, სკოლას ან უნივერსიტეტს, რომელიც უკანონო პროტესტს დაუშვებს, ფედერალური დაფინანსება შეუჩერდება, არა ნიღბებს!
ყველა ფედერალური დაფინანსება შეუჩერდება ნებისმიერ კოლეჯს, სკოლას ან უნივერსიტეტს, რომელიც დაუშვებს უკანონო პროტესტს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, აგიტატორები იქნებიან დაპატიმრებული ან გაგზავნილი იმ ქვეყანაში, საიდანაც ჩამოვიდნენ.
„ყველა ფედერალური დაფინანსება შეჩერდება ნებისმიერი კოლეჯისთვის, სკოლისთვის ან უნივერსიტეტისთვის, რომელიც დაუშვებს უკანონო პროტესტს. აგიტატორები იქნებიან დაპატიმრებული ან სამუდამოდ გაგზავნილი იმ ქვეყანაში, საიდანაც ჩამოვიდნენ. ამერიკელი სტუდენტები სამუდამოდ იქნებიან გარიცხული ან, დანაშაულის მიხედვით, დაკავებული. არა ნიღბებს!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.




