
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დონალდ ტრამპი – პუტინი თუ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, ამის დასასრულებლად კარგ ფორმაში ვიქნებით, ვფიქრობ, როცა შეთანხმება გვექნება, ისინი აღარ ისვრიან
იმედი მაქვს, რუსეთიც დადებს შეთანხმებას, ვფიქრობ, როდესაც შეთანხმება გვექნება, ისინი აღარ ისვრიან, არ მგონია, ვინმეს სურდეს უკან დაბრუნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ვფიქრობ, თუ პრეზიდენტი პუტინი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, ჩვენ კარგ ფორმაში ვიქნებით ამის დასასრულებლად“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის თქმითვე, მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთს არაფერი მიუღია, ხოლო ობამამ მისცა ყირიმი, ბუშმა საქართველო, ბაიდენის დროს რუსეთმა მთელი უკრაინის მიღება სცადა.
„სამწუხარო ნაწილი ის არის, რომ ეს თუ არ მოხდებოდა, არ ვიცი, მოუწევთ, თუ არა რაიმეს დათმობა. როგორც ადრეც ვთქვი, ყირიმი ობამამ მისცა, ბუშმა საქართველო, ბაიდენის დროს სცადეს მთელი უკრაინის მიღება, ტრამპს კი არაფერი მიუცია. მე უკრაინელებს ჯაველინები მივეცი და ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. მე მათთვის არაფერი მიმიცია“, – აღნიშნა ტრამპმა.





