• October

    27

    2025
  • 39
  • 0
დონალდ ტრამპი – რაკეტის გამოცდის ნაცვლად, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის დასრულებაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება

დონალდ ტრამპი – რაკეტის გამოცდის ნაცვლად, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის დასრულებაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება

რაკეტის გამოცდის ნაცვლად, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის დასრულებაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„იციან, რომ ჩვენ გვაქვს მსოფლიოში უდიდესი ბირთვული წყალქვეშა ნავი, მათ სანაპიროსთან ახლოს. ვგულისხმობ იმას, რომ მას არ სჭირდება 8 000 მილის გავლა და ამიტომ ისინი ჩვენთან არ თამაშობენ, ჩვენც არ ვთამაშობთ მათთან. რაკეტებს ჩვენც მუდმივად ვცდით, მაგრამ არ მგონია, ამის თქმა პუტინისთვისაც მიზანშეწონილი იყოს. მან ომი უნდა დაასრულოს. ომი, რომელიც ერთი კვირა უნდა გაგრძელებულიყო, ახლა მეოთხე წელია, მიმდინარეობს. სწორედ ამას უნდა მიხედოს პუტინმა, რაკეტების გამოცდის ნაცვლად“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა დამატებითი სანქციების დაწესება, ტრამპმა უპასუხა: „ამას გაიგებთ“.

ცნობისთვის, გუშინ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა გამოცდა რაკეტა „ბურევესტნიკი“, რომელსაც ბირთვული ძრავა აქვს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor