• December

    20

    2025
  • 133
  • 0
დონალდ ტრამპი – ყველა ტერორისტს, რომელიც საკმარისად ბოროტია ამერიკელებზე თავდასხმისთვის, ვაფრთხილებ, უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებთ, ვიდრე ოდესმე მიგიღიათ

დონალდ ტრამპი – ყველა ტერორისტს, რომელიც საკმარისად ბოროტია ამერიკელებზე თავდასხმისთვის, ვაფრთხილებ, უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებთ, ვიდრე ოდესმე მიგიღიათ

მკვლელი ტერორისტების წინააღმდეგ შეერთებული შტატები ძალიან სერიოზულად იძიებს შურს, – ასე ეხმაურება დონალდ ტრამპი აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ სირიაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ათობით ობიექტზე მასშტაბური დარტყმებს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატების დარტყმებს სირიის მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს.

„სირიაში ISIS-ის მიერ მამაცი ამერიკელი პატრიოტების სასტიკი მკვლელობის გამო, რომელთა მშვენიერი სულებიც ამ კვირის დასაწყისში ამერიკულ მიწაზე ძალიან ღირსეულად მივაგეთ პატივი, ვაცხადებ, როგორც დაგპირდით, მკვლელი ტერორისტების წინააღმდეგ შეერთებული შტატები ძალიან სერიოზულად იძიებს შურს.

ჩვენ ძალიან ძლიერად ვუტევთ ISIS-ის სიმაგრეებს სირიაში, სისხლით გაჟღენთილ ადგილს, რომელსაც ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ რომელსაც ნათელი მომავალი აქვს, თუ ISIS-ი განადგურდება. სირიის მთავრობას, რომელსაც ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს სირიაში სიდიადის დასაბრუნებლად, [ჩემი] სრული მხარდაჭერა აქვს. ყველა ტერორისტს, რომელიც საკმარისად ბოროტია ამერიკელებზე თავდასხმისთვის, ამით ვაფრთხილებთ – თქვენ უფრო ძლიერად დარტყმას მიიღებთ, ვიდრე ოდესმე მიგიღიათ, თუ რაიმე ფორმით თავს დაესხმებით ან დაემუქრებით აშშ-ს“, – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, აშშ-ის სამხედრო ძალებმა, ამერიკელ პერსონალზე თავდასხმის საპასუხოდ, სირიაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ათობით ობიექტზე მასშტაბური დარტყმები განახორციელეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor