
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დონალდ ტრამპი – ჩვენი ერი ე.წ. გენდერული ტრანზიციის ზრუნვის სპონსორი, წამხალისებელი, დამხმარე ან მხარდამჭერი აღარ იქნება, რამაც უკვე ძალიან ბევრი ძვირფასი სიცოცხლე გაანადგურა
ჩვენი ერი ე.წ. გენდერული ტრანზიციის ზრუნვის სპონსორი, წამხალისებელი, დამხმარე ან მხარდამჭერი აღარ იქნება, რამაც უკვე ძალიან ბევრი ძვირფასი სიცოცხლე გაანადგურა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც დონალდ ტრამპი წერს, ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც „აშშ-ში უდანაშაულო ბავშვების ქიმიურ კასტრაციას და სამედიცინო დასახიჩრებას კრძალავს“.
„დღეს ჩემთვის დიდი პატივი იყო, ხელი მომეწერა აღმასრულებელი განკარგულებისთვის აშშ-ში უდანაშაულო ბავშვების ქიმიური კასტრაციისა და სამედიცინო დასახიჩრების აკრძალვის შესახებ. ჩვენი ერი ე.წ. გენდერული ტრანზიციის ზრუნვის სპონსორი, წამხალისებელი, დამხმარე ან მხარდამჭერი აღარ იქნება, რომელმაც უკვე ძალიან ბევრი ძვირფასი სიცოცხლე გაანადგურა. ჩემი განკარგულება სააგენტოებს ავალდებულებს, გამოიყენონ ყველა ხელმისაწვდომი საშუალება ფედერალური დაფინანსების შესაჩერებლად დაწესებულებებში, რომლებიც მიისწრაფვიან ამ ბარბაროსული სამედიცინო პროცედურების უზრუნველყოფისკენ, რომელთაც საერთოდ არ უნდა ჰქონოდა ადგილი“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.





