• February

    10

    2025
  • 55
  • 0
დონალდ ტრამპი – ჩვენ გვსურს უკრაინა-რუსეთის ომის შეჩერება, ვსაუბრობთ ორივე მხარესთან, ვვარაუდობ, რომ პუტინს შესაფერის დროს შევხვდები

დონალდ ტრამპი – ჩვენ გვსურს უკრაინა-რუსეთის ომის შეჩერება, ვსაუბრობთ ორივე მხარესთან, ვვარაუდობ, რომ პუტინს შესაფერის დროს შევხვდები

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პროგრესს ხედავს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში, თუმცა თავი შეიკავა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კომუნიკაციის დეტალების გამჟღავნებისგან.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა კონტაქტი პუტინთან.

„გვქონდა საუბარი. უბრალოდ ვთქვათ, რომ მქონდა… კიდევ ველოდები ბევრ საუბარს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. არ მინდა, გითხრათ ამ საუბრების შესახებ. მე მჯერა, რომ პროგრესს ვაღწევთ. ჩვენ გვსურს უკრაინა-რუსეთის ომის შეჩერება“ – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები კონტაქტშია როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან.

„ვსაუბრობთ ორივე მხარესთან. ვვარაუდობ, რომ შევხვდები პუტინს, დიახ, სწორ დროს, შესაფერის დროს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor