• October

    4

    2025
  • 29
  • 0
დონალდ ტრამპი – ძალიან განსაკუთრებული დღეა, ყველა ერთიანი იყო ღაზაში ომის დასრულებისა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევის სურვილში, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამასთან

დონალდ ტრამპი – ძალიან განსაკუთრებული დღეა, ყველა ერთიანი იყო ღაზაში ომის დასრულებისა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევის სურვილში, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამასთან

მადლობა იმ ქვეყნებს, რომლებიც დაგვეხმარნენ. ყველა ერთიანი იყო ღაზაში ომის დასრულებისა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევის სურვილში, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამასთან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიდეომიმართვაში აცხადებს.

ტრამპის თქმით, მოუთმენლად ელოდება მძევლების გათავისუფლებას.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ქვეყნებს, რომლებიც დამეხმარნენ ამ ყველაფრის გაერთიანებაში. კატარი, თურქეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, იორდანია და მრავალი სხვა. ამდენი ადამიანი ასე გულმოდგინედ იბრძოდა. ეს ძალიან დიდი დღეა. ვნახოთ რა გამოვა. ჩვენ საბოლოო სიტყვა უნდა ვთქვათ და დავაკონკრეტოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოუთმენლად ველოდები მძევლების სახლში დაბრუნებას მათ მშობლებთან. მინდა, გითხრათ, რომ ეს ძალიან განსაკუთრებული დღეა. შესაძლოა, მრავალმხრივ უპრეცედენტოც. მადლობა ყველა თქვენგანს და იმ ქვეყნებს, ვინც დაგვეხმარა. უზარმაზარი დახმარება გაგვიწიეს. ყველა ერთიანი იყო ამ ომის დასრულებისა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევის სურვილში, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამასთან. მადლობა ყველას და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით“, – აცხადებს ტრამპი.

ცნობისთვის, „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტაზე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა, ამასთან, „ჰამასში“  აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას ძირითადად ეთანხმებიან, თუმცა გეგმის გარკვეული მოთხოვნები არარეალისტურია.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor