• February

    7

    2025
  • 60
  • 0
დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც თეთრ სახლში განმარტავენ, ამის მიზეზია ის, რომ სასამართლო მიზანში იღებს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, მათ შორის ისრაელს.

ახალი ბრძანებით, ფინანსური და სავიზო შეზღუდვები დაუწესდებათ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც დაეხმარებიან სასამართლოს აშშ-ის ან მისი მოკავშირეების მოქალაქეების საქმეების გამოძიებაში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკვე მიიღო ზომები თანამშრომლების დასაცავად შესაძლო სანქციებისგან, მათ შორის, სამი თვის ხელფასის წინასწარ გადახდით.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor