• February

    12

    2025
  • 63
  • 0
დონალდ ტრამპი – USAID-ი ნამდვილად კორუმპირებული და არაკომპეტენტურია

დონალდ ტრამპი – USAID-ი ნამდვილად კორუმპირებული და არაკომპეტენტურია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ილონ მასკთან ერთად თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო – USAID-ი გაკრიტიკა, რომელსაც „კორუმპირებული“ და „არაკომპეტენტური“ უწოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს, ითანამშრომლონ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან თანამშრომლების შემცირებასა და მათი დაქირავების შეზღუდვის საკითხზე.

„ამ ქვეყნისთვის ვიმედოვნებ, რომ ამ პასუხისმგებელ ადამიანს და სხვა პირებს, რომლებიც ანგარიშს მაბარებენ მე და არიან პასუხისმგებლები, მისცემენ საშუალებას, გააკეთონ სწორი საქმე, კერძოდ, უზრუნველყონ, რომ ყველაფერი არის პატიოსნად, ლეგიტიმურად და კომპეტენტურად. ჩვენ ვუყურებთ USAID-ს, ეს ერთია. ჩვენ ასევე შევისწავლით თავდაცვას, განათლებას. არის კიდევ უფრო დიდი სფეროები, თუმცა USAID-ი ნამდვილად კორუმპირებულია. ის კორუმპირებული და არაკომპეტენტურია. მე ვერ წარმომიდგენია, რომ მოსამართლემ თქვას: „კარგი, ის შესაძლოა, კორუმპირებულია, თუმცა თქვენ არ გაქვთ უფლება… თქვენ აგირჩიეს ქვეყნის სამართავად და იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიადი გახადოთ, თუმცა თქვენ არ გაქვთ უფლება, შეისწავლოთ, სწორია თუ არა ყველაფერი, რასაც ისინი იხდიან ან პატიოსნად იხდიან თუ არა“, – განაცხადა ტრამპმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor