• October

    7

    2025
  • 43
  • 0
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, „ამბოხების აქტი“ აამოქმედოს, თუ სასამართლოები კვლავ შეაჩერებენ ჯარების განლაგების პროცესს ქვეყნის მასშტაბით

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, „ამბოხების აქტი“ აამოქმედოს, თუ სასამართლოები კვლავ შეაჩერებენ ჯარების განლაგების პროცესს ქვეყნის მასშტაბით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, „ამბოხების აქტი“ აამოქმედოს, თუ სასამართლოები კვლავ შეაჩერებენ ჯარების განლაგების პროცესს ქვეყნის მასშტაბით.

„ჯერჯერობით ეს საჭირო არაა, მაგრამ „ამბოხების აქტი“ რაღაც მიზეზით გვაქვს. მისი გამოყენება თუ მომიწევს, ამას გავაკეთებ.  ხალხის მოკვლა თუ გაგრძელდება და სასამართლოები გაგვაჩერებენ,  რა თქმა უნდა, გავაკეთებ ამას. მე უნდა დავრწმუნდე, რომ ხალხი არ დაიღუპება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ქალაქები უსაფრთხოა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ეროვნული გვარდიის განლაგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, ილინოისმა და ჩიკაგომ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ამ გადაწყვეტილების მიზანი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების გაგზავნის შეჩერებაა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor