• May

    31

    2025
  • 91
  • 0
დონალდ ტრამპმა ილონ მასკს ხის ყუთში ჩადებული ოქროს გასაღები აჩუქა და განაცხადა, რომ ასეთ საჩუქარს, ქვეყნის სახელით მადლობის ნიშნად, მხოლოდ „განსაკუთრებულ ადამიანებს“ გადასცემს

დონალდ ტრამპმა ილონ მასკს ხის ყუთში ჩადებული ოქროს გასაღები აჩუქა და განაცხადა, რომ ასეთ საჩუქარს, ქვეყნის სახელით მადლობის ნიშნად, მხოლოდ „განსაკუთრებულ ადამიანებს“ გადასცემს

თეთრს სახლში ილონ მასკისა და დონალდ ტრამპის პრესკონფერენცია ტრამპის გამოსვლით დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა,ილონ მასკს გაწეული სამსახურისთვის. ტრამპმა აღნიშნა, რომ ილონ მასკმა ფუნდამენტური ცვლილებები მოახდინა სახელმწიფო მოხელეების მუშაობის სტილზე.

„ყველა ფედერალური დეპარტამენტის უფროს რგოლებში აზროვნება ნამდვილად შეიცვალა“, – თქვა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, მასკი მსოფლიოში დღემდე ყველაზე დიდი ბიზნესმენია. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მასკის დამსახურებით უამრავი უსარგებლო და არასაჭირო კონტრაქტის შეწყვეტა მოხდა და ამჟამად კიდევ ბევრი სხვა კონტრაქტი განიხილება.

ტრამპის თქმით, მასკი რეალურად არ მიდის და ის მათ გვერდით იქნება და მათ რჩევებს მისცემს.

„მე აქ ვიზიტს გავაგრძელებ და პრეზიდენტის მეგობარი და მრჩეველი ვიქნები“, – აღნიშნა მასკმა.

ტრამპმა მასკს ხის ყუთში ჩადებული დიდი ოქროს გასაღები აჩუქა და აღნიშნა, რომ ასეთ საჩუქარს, ქვეყნის სახელით მადლობის ნიშნად, მხოლოდ „განსაკუთრებულ ადამიანებს“ აძლევს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor