• February

    3

    2026
  • 38
  • 0
დონალდ ტრამპმა „ნიუ იორკ თაიმსს“ მემარცხენეების „კორუმპირებული, უპრინციპო და საცოდავი ინსტრუმენტი“ უწოდა

დონალდ ტრამპმა „ნიუ იორკ თაიმსს“ მემარცხენეების „კორუმპირებული, უპრინციპო და საცოდავი ინსტრუმენტი“ უწოდა

„ფეიკნიუს ნიუ იორკ თაიმსმა“ რატომ არ შეცვალა თავისი ყალბი სტატია ჰარვარდში არსებული კორუფციისა და ანტისემიტიზმის შესახებ? – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ტრამპმა გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსს“ მემარცხენეების „კორუმპირებული, უპრინციპო და საცოდავი ინსტრუმენტი“ უწოდა.

„ისინი არასდროს მოითხოვენ ფაქტებს ან ფაქტების გადამოწმებას, რადგან „თაიმსი“ მემარცხენეების კორუმპირებული, უპრინციპო და საცოდავი ინსტრუმენტია. ბოლო არჩევნებში ჩემზე მხოლოდ უარყოფითად წერდნენ და დიდი უპირატესობით გავიმარჯვე. ყველასთვის, ვინც იცის, რომ მათ ნულოვანი სანდოობა აქვთ, ყველაზე დაბალი დონის ნაგვები არიან. მოუთმენლად ველოდები იმ დროს, როდესაც სწრაფად კლებადი ტირაჟი მათ აიძულებს, საკუთარი კარი საბოლოოდ დახურონ. ეს შესანიშნავი ამბავი იქნებოდა ამერიკისთვის“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor