• January

    24

    2025
  • 92
  • 0
დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში რამდენიმე აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი

დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში რამდენიმე აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში რამდენიმე აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი. ერთ-ერთი ბრძანების თანახმად, კრიპტოვალუტის სფეროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ გახდება მსოფლიოს „კრიპტოკაპიტალი“ და ეს ქვეყანას დიდ შემოსავალს მოუტანს.

ამასთან, კიდევ ერთი განკარგულება მოიცავს აბორტის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილე 23 აქტივისტის შეწყალებას. აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით ტრამპმა განაცხადა, რომ მათი დევნა არ უნდა დაწყებულიყო, განსაკუთრებით ხანდაზმული პირების მიმართ.

ასევე, დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი ბრძანებით ჯონ კენედის, რობერტ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის მკვლელობის საქმეებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე გრიფი მოხსნა, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამას ხალხი დიდი ხსნის განმავლობაში ელოდა.

ტრამპმა ასევე ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკონსულტაციო კომისიის შექმნის შესახებ.

ამასთან, ერთ-ერთი განკარგულება მოიცავს ჩრდილოეთ კაროლინის ლუმბის ტომის ფედერალურ აღიარებას. ტრამპმა აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს ეს ტომი და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია გაასაჩივრებს სიეტლის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებას. მოსამართლემ დროებით შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში დაბადებული ბავშვები მოქალაქეობას ავტომატურად ვეღარ მიიღებენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor