• November

    15

    2024
  • 54
  • 0
დონალდ ტრამპმა შინაგან საქმეთა მდივნის თანამდებობაზე დაგ ბურგუმი დაასახელა

დონალდ ტრამპმა შინაგან საქმეთა მდივნის თანამდებობაზე დაგ ბურგუმი დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შინაგან საქმეთა მდივნის თანამდებობაზე დაგ ბურგუმი დაასახელა.

ამის შესახებ ტრამპმა ფლორიდაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი უხელმძღვანელებს დეპარტამენტს, რომელიც პასუხისმგებელია ბუნებრივი რესურსებისა და ფედერალური მიწების მართვაზე. ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოსდაცვით და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებში.

დაგ ბურგუმი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა, თუმცა საბოლოოდ კანდიდატურა მოხსნა და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა. შემდგომში ის გახდა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველი, განსაკუთრებით ენერგეტიკის საკითხებში.

ბურგუმი ამჟამად ჩრდილოეთ დაკოტას გუბერნატორია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor