• May

    30

    2025
  • 63
  • 0
დონალდ ტრამპმა ჩინეთი ტარიფების შემცირების შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა – ყველაფერი სწრაფად დასტაბილურდა, ყველა ბედნიერი იყო, თუმცა ჩინეთმა სრულად დაარღვია შეთანხმება

დონალდ ტრამპმა ჩინეთი ტარიფების შემცირების შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა – ყველაფერი სწრაფად დასტაბილურდა, ყველა ბედნიერი იყო, თუმცა ჩინეთმა სრულად დაარღვია შეთანხმება

დონალდ ტრამპმა ჩინეთი ტარიფების შემცირების შესახებ გაფორმებული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

აღნიშნულის შესახებ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ორი კვირის წინ ჩინეთი სერიოზულ ეკონომიკურ საფრთხეში იყო. ჩემ მიერ დაწესებულმა ძალიან მაღალმა ტარიფებმა, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახადა ჩინეთისთვის ვაჭრობა შეერთებული შტატების ბაზარზე, რომელიც, უდავოდ, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ეს მათთვის დამანგრეველი იყო. ბევრი ქარხანა დაიხურა და, რბილად რომ ვთქვათ, „სამოქალაქო არეულობა“ მოხდა. ვხედავდი, რა ხდებოდა და ეს არ მომეწონა, მათთვის და არა ჩვენთვის. სწრაფად დავდე შეთანხმება ჩინეთთან, რათა გადამერჩინა ისინი იმ სიტუაციიდან, რაც, ჩემი აზრით, ძალიან ცუდი იქნებოდა და არ მინდოდა ამის ნახვა. ამ შეთანხმების წყალობით, ყველაფერი სწრაფად დასტაბილურდა და ჩინეთი ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდა. ყველა ბედნიერი იყო. ეს კარგი ამბავია. ცუდი ამბავი ის არის, რომ ჩინეთმა სრულად დაარღვია ჩვენთან დადებული შეთანხმება, რაც, შესაძლოა, ზოგიერთისთვის გასაკვირი არც იყოს“, – წერს დონალდ ტრამპი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor