• September

    23

    2025
  • 49
  • 0
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა „ანტიფას“ შიდა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების განკარგულებას

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა „ანტიფას“ შიდა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების განკარგულებას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა „ანტიფას“ შიდა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების განკარგულებას. შესაბამის ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. განკარგულებაში ნათქვამია, რომ „ანტიფა“ არის მილიტარისტული, ანარქისტული ორგანიზაცია, რომელიც გამოდის მოწოდებით აშშ-ის მთავრობის, სამართალდამცავი ხელისუფლებისა, აშშ-ის სამართლებრივი სისტემის დამხობის მოწოდებით და ამ მიზნების მისაღწევად იყენებს უკანონო საშუალებებს, მათ შორის ძალადობას და ტერორიზმს.

განკარგულება ავალებს ფედერალურ მთავრობას, გამოიძიოს, აღკვეთოს და ჩაშალოს არალეგალური ოპერაციები, რომლებსაც ატარებს „ანტიფა“ ან ნებისმიერი პირი, რომელიც აცხადებს, რომ „ანტიფას“ სახელით მოქმედებს.

დონალდ ტრამპის განკარგულება ასევე ითხოვს ასეთი ოპერაციების დაფინანსების წყაროების გამოვლენას, აღკვეთას და ლიკვიდაციას.

თეთრი სახლის განცხადებით, „ანტიფა“ ახორციელებს ახალგაზრდა ამერიკელების გადაბირებას და რადიკალიზაციას ძალადობაში ჩასართავად.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor