• November

    10

    2025
  • 26
  • 0
დონალდ ტრამპმა 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმის ფიგურანტები შეიწყალა

დონალდ ტრამპმა 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმის ფიგურანტები შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმის ფიგურანტები შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის არის ნიუ იორკის ყოფილი მერი, დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი რუდი ჯულიანი, ასევე 2020 წლის ტრამპის საარჩევნო შტაბის სხვა წევრები, კერძოდ, ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი მარკ მიდოუსი, ტრამპის ყოფილი მრჩეველი ბორის ეპშტეინი და ადვოკატები ჯონ ისტმანი, კენეტ ჩესებრო და სიდნი პაუელი.

როგორც ABC News-ი იტყობინება, შეწყალებულთა შორის 70-ზე მეტი პირია, რომელთაც, სავარაუდოდ, კავშირი ჰქონდათ 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის საქმესთან.

აშშ-ის პრეზიდენტმა შეწყალების განკარგულებას, სავარაუდოდ, პარასკევს მოაწერა ხელი.

„აღნიშნული დეკლარაცია ასრულებს ამერიკელი ხალხის მიმართ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩადენილ მძიმე ეროვნულ უსამართლობას და აგრძელებს ეროვნული შერიგების პროცესს“, – ნათქვამია შეწყალების დოკუმენტში.

როგორც გამოცემა „პოლიტიკო“  წერს, ეს შეწყალება დიდწილად სიმბოლური ხასიათისაა, რადგან აღნიშნულ პირებს ფედერალურ დანაშაულში ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ აქვთ. შეწყალება გამორიცხავს ნებისმიერი მომავალი ადმინისტრაციის მიერ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყებას.

ჯულიანიისტმანი და პაუელი იყვნენ იმ პირთა შორის, რომლებიც სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა გამოავლინა საქმის ფიგურანტებად, თუმცა მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor