• February

    12

    2025
  • 52
  • 0
დონალდ ტრამპმა USAID-ის გენერალური ინსპექტორი, პოლ მარტინი თანამდებობიდან გაათავისუფლა

დონალდ ტრამპმა USAID-ის გენერალური ინსპექტორი, პოლ მარტინი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა USAID-ის გენერალური ინსპექტორი, პოლ მარტინი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

პოლ მარტინს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 2023 წლიდან მუშაობდა, გათავისუფლების შესახებ ელექტრონული ფოსტით აცნობეს.

„ენბისი ნიუსის“ ცნობით, ტრამპმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლ მარტინის ოფისმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სააგენტოში მკვეთრი შემცირების უარყოფითი შედეგები. მედიის ინფორმაციით, ანგარიშში საუბარია იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალის ნაკლებობასთან, მათ შორის ზედამხედველობის არარსებობის შესახებ.

როგორც „ენბისი ნიუსი“ წერს, დოკუმენტში ასევე აღწერილია გაურკვევლობა, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს გადაწყვეტილებასთან დახმარების შეჩერების საკითხზე, რის შედეგადაც, „489 მილიონ დოლარზე მეტი საკვების დახმარება პორტებში, ტრანზიტსა და საწყობებში, ზიანის მიყენების და გადამისამართების საფრთხის წინაშეა“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor