• March

    27

    2026
  • 27
  • 0
დონალდ ტუსკი – მაქვს საფუძველი, მათ შორის მოკავშირეებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვიფიქრო, რომ ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა, ომის ესკალაცია მოხდეს

დონალდ ტუსკი – მაქვს საფუძველი, მათ შორის მოკავშირეებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვიფიქრო, რომ ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა, ომის ესკალაცია მოხდეს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მომავალ დღეებში შესაძლოა,  ახლო აღმოსავლეთში ომის ესკალაცია მოხდეს.

„მაქვს საფუძველი, მათ შორის მოკავშირეებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვიფიქრო, რომ მომავალ დღეებში სტაბილიზაცია ნაკლებად სავარაუდოა. პირიქით, შეიძლება ესკალაცია მოხდეს“, – განაცხადა ტუსკმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დონალდ  ტუსკმა განმარტა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საწვავის ფასების შესამცირებლად. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომის დაწყებიდანვე საწვავის საერთაშორისო ბაზრები მძიმე მდგომარეობაშია .

„გადავწყვიტეთ, სწრაფად ვიმოქმედოთ. მთავრობა ელოდება სიტუაციის კიდევ უფრო გართულებას საწვავის ბაზარზე“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor