• March

    21

    2025
  • 76
  • 0
დონალდ ტუსკი – უკრაინის საკითხზე 56 სამიტი თუ იქნება, მშვიდობა უფრო სწრაფად არ დადგება, შეხვედრების რაოდენობა პროგრესს არ იწვევს

დონალდ ტუსკი – უკრაინის საკითხზე 56 სამიტი თუ იქნება, მშვიდობა უფრო სწრაფად არ დადგება, შეხვედრების რაოდენობა პროგრესს არ იწვევს

უკრაინის საკითხზე 56 სამიტი თუ იქნება, მშვიდობა უფრო სწრაფად არ დადგება, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

ტუსკის თქმით, უკრაინის საკითხზე სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების რაოდენობა პროგრესს არ იწვევს.

პოლონეთის პრემიერის ინფორმაციით, მისი ქვეყანა მომავალ კვირას პარიზში დაგეგმილ უკრაინის სამიტს დაესწრება. შეხვედრის ბოლოს კი მას დაგეგმილი აქვს პირისპირ შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან.

„როგორც ცნობილია, მართლაც ბევრია უკრაინის საკითხისადმი მიძღვნილი შეხვედრები, სამიტები, ვიდეოკონფერენციები, ვიზიტები. ზოგი იტყვის, რომ ძალიან ბევრია. როგორც ჩანს, შეხვედრების რაოდენობა პროგრესს არ იწვევს. ეს ჩემი ზოგადი შენიშვნაა, რათა არ გავგიჟდეთ, რომ 56 სამიტი და ვიდეოკონფერენცია თუ იქნება, მაშინ მშვიდობა უფრო სწრაფად დადგება“, – განაცხადა ტუსკმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor