
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დორონ შპილმანი : ისრაელი „ყველაფერს გააკეთებს“ ღაზადან მძევლების დასაბრუნებლად
ისრაელი მძევლების გასათავისუფლებლად და დასაბრუნებლად „ყველაფერს გააკეთებს“. ამის შესახებ CNN-ს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დორონ შპილმანმა განუცხადა.
შპილმანის თქმით, მძევლებს შორის, არიან კაცები, ქალები, ბავშვები და მოხუცები, რომლებიც ღაზაში ჰყავთ.
„რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, სანამ არ გამოვიყენებთ ყველა შესაძლო საშუალებას [მათი დაბრუნებისთვის]. ჩვენ არ დავტოვებთ არცერთ ადამიანს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, ისრაელის ძალები „ცდილობენ „ჰამასის“ ინფრასტრუქტურის რაც შეიძლება ეფექტურად აღმოფხვრას“.
მისივე თქმით, “ჰამასის” შაბათის თავდასხმა ისრაელის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელია.
”ეს არის ყველაზე გამანადგურებელი თავდასხმა ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში, ბოლო 75 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს შექმნის დღიდან”, – დასძინა მან.





