• June

    23

    2025
  • 165
  • 0
დოჰაში მკაცრად გმობენ ირანის მიერ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზაზე იერიშს

დოჰაში მკაცრად გმობენ ირანის მიერ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზაზე იერიშს

კატარი მკაცრად გმობს ირანის მიერ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზაზე იერიშს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი წერს, კატარი ამას სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მისი საჰაერო სივრცის, საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს ქარტიის აშკარა დარღვევად მიიჩნევს.

მაჯედ ალ-ანსარიის განაცხადებით, კატარი ინარჩუნებს პასუხის უფლებას.

„კატარის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წარმატებით შეაჩერეს თავდასხმა და ჩაჭრეს ირანული რაკეტები. რაც შეეხება ბაზას, ის მანამდე იყო ევაკუირებული“, – წერს მაჯედ ალ-ანსარი x-ზე.

სპიკერის თქმით, ყველა საჭირო ზომა იქნა მიღებული ბაზაზე მყოფი პერსონალისა და შეიარაღებული ძალების უსაფრთხოებისთვის.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა“, – წერს სპიკერი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor